გაკვეთილის გეგმა

მთავარი თემა
აკაკი წერეთელი, ,,ჩემი თავგადასავალი“(ძიძასთან-სოფელ სავანეში)
მნიშვნელობა, აქტუალობა
აკაკი წერეთლის ბავშობისა და მისი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები
მიზნები და შედეგები
  • კითხვებზე ვრცელი პასუხების გაცემა.
  • პრეზენტაციის უნარების განვითარება;
  • ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა-დასათაურების უნარების განვითარება;
  •  ვრცელი შინაარსის გადმოცემის უნარის განვითარება;
  • წერის უნარ-ჩვევის განვითარება.
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად;
·         გამოაქვს დასკვნა პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
·         გამოყოფს ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, შუა ნაწილს, დასასრულს);
·         საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
·         იმახსოვრებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს არსებით ინფორმაციას ტექსტის ცალკეული მონაკვეთიდან;
·         განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;

წინასწარი ცოდნა
ძიძასთან-სოფელ სავანეში
შეფასების საგანი და პროცედურები
,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“

შეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,
ფილმი-,,აკაკის აკვანი“(ფრაგმენტი)
გაკვეთილის მსვლელობა
1)საორგანიზაციო საკითხები
 აქტივობები:                                            
2) -გონებრივი იერიში
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს წაკითხული ექნებათ  ,,ჩემი თავგადასავალის“  I თავი, კლასში მუშავდება ტექსტის შემდეგ მოცემული კითხვები
ა). გამართლდა თუ არა მოლოდინი მოთხრობის შინაარსის თაობაზე?
ბ). რომელ ისტორიულ ჩვეულებაზე ამახვილებს მწერალი ყურადღებას?
გ).მოსწონს თუ არ მოსწონს მას ეს ჩვეულება და რატომ?
დ).თავისი ცხოვრების რომელ სამ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებს მწერალი ძიძის სოფელს?
ე).რას აგონებს მწერალს ბავშობისდროინდელი თამაში ,,ქორობია“? რონმელი უსიამოვნო მოგონება უკავშირდება ,,ქორობიას“?
ვ).სად უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება აკაკიმ?
                                                     (15 წთ.)
ზ)შესაბამისი ფრაგმენტების ჩვენება ფილმიდან -,,აკაკის აკვანი“.
                                                      (10 წთ.)
თ),,დამატებითი ამოცანები“

მასწავლებელი კლასთაან ერთად მუშაობს ტექსტის თემისა და დედააზრის გარკვევაზე;
კლასი მასწავლებელთან ერთად დაყოფს ტექსტს ეპიზოდებად;
ჯგუფებს ეძლევათ დავალება:დაასათაურონ I თავის ეპიზოდები (შეჯიბრი -ვინ უფრო ზუსტ და მოხდენილ სათაურებს ეპიზოდებს)
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს, რას ნიშნავს შინაარსის ვრცლად გადმოცემა და სთხოვს, რომელიმე ეპიზოდის ვრცლად გადმოცემას,შემდეგ კი მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აფასებენ ერთმანეთს.
                                                     (15 წთ.)
საშინაო დავალება:სახელმძღვანელოში მოცემული წერითი სავარჯიშოს შესრულება-,,ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემს ოჯახში"(მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს ინსტრუქციას , თუ როგორ უნდა დაწერონ).
                                                        (5 წთ.)


დიფერენცირებული სწავლება



No comments:

Post a Comment